„დინამო“ — თბილისის საფეხბურთო კლუბი; ერთ-ერთი წარმატებული გუნდი საბჭოთა პერიოდში და საქართველოს რესპუბლიკაში. კლუბის უდიდესი მიღწევა იყო 1981 წელს ევროპის თასების მფლობელთა თასის მოპოვება. ამ გათამაშების ფინალში მან აღმოსავლეთ გერმანული იენის „კარლ ცაისის“ წინააღმდეგ თამაშში დიუსელდორფში გაიმარჯვა ანგარიშით 2–1.
კლუბს თავის ისტორიაში გამარჯვებები აქვს მოპოვებული ცნობილ და ძლიერ კლუბებთან: 3–0 „ლივერპულთან“ 1979 წლის 3 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონთა თასის პირველ რაუნდში. ასევე აღსანიშნავიაინგლისური „ვესტ ჰემისა“ და „კარდიფ სიტის“, ნიდერლანდის „ფეიენოორდის“, იტალიის „ნაპოლისა“ და „ინტერის“ დამარცხება.
გუნდი არის საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი (1964, 1978) და ამდენჯერვე საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1976, 1979). „დინამო“ ხუთჯერ იყო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი და ცამეტჯერ ბრინჯაოს პრიზიორი.
„დინამო“ არის საქართველოს ჩემპიონატის 15-გზის გამარჯვებული და საქართველოს თასის 12-გზის მფლობელი. გუნდს ხუთჯერ აქვს მოპოვეპული საქართველოს სუპერთასი.
თავის დროზე დინამოში გამოდიოდნენ ისეთი ცნობილი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ბორის პაიჭაძე (ვის სახელსაც ამჟამად დინამოსა და ეროვნული ნაკრების ცენტრალური სტადიონი ატარებს),ავთანდილ ღოღობერიძე, სლავა მეტრეველი, მიხეილ მესხი, მანუჩარ მაჩაიძე, ვიტალი დარასელია, ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი, რამაზ შენგელია, ალექსანდრე ჩივაძე და სხვები. მათგან რამაზ შენგელია ორჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად (1978, 1981), ხოლო თითო-თითოჯერ დავით ყიფიანი (1977) და ალექსანდრე ჩივაძე (1980).
1990 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატი საბჭოთა კავშირისას გამოეყო და „დინამოც“ მას შემდეგ იქ გამოდის. ამ პერიოდისათვის „დინამოს“ სახელი გადაერქვა და „იბერია“ ეწოდა, თუმცა ამ სახელის არაპოპულარობის გამო ძველი სახელი დაუბრუნდა და დღემდე ამ სახელით გამოდის.
ტიტულები
საქართველო
- უმაღლესი ლიგა
- საქართველოს თასი
- საქართველოს სუპერთასი
- გამარჯვებული (7): 1996, 1997, 1999, 2005, 2008, 2014, 2015
- ფინალისტი (3): 1998, 2009, 2013.
საბჭოთა კავშირი
- საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
- საბჭოთა კავშირის თასი
- პროგრესის თასი
- გამარჯვებული (1): 1984
ევროპა
- უეფა-ს თასების მფლობელთა თასი
- გამარჯვებული (1): 1980-81
- თანამეგობრობის თასი
- სანტიაგო ბერნაბეუს თასი
- მესამე ადგილი (1): 1981[16]
ფეხბურთელები
შემადგენლობა 2016/2017
გუნდის პერსონალი
- აღმასრულებელი დირექტორი - ნიკოლოზ ჯღარკავა
- ტექნიკური დირექტორი - ლევან ზუხბაია
- გუნდის უფროსი - გია ჯიშკარიანი
- ადმინისტრატორი - ბესიკ ბერაძე
- პრეს ატაშე - გიგა გვენცაძე
- გუნდის ექიმი - დავით ხარაბაძე
- ოპერატორი - ნუკრი ოქიტაშვილი
- მასაჟისტი - ირაკლი სახვაძე
- მასაჟისტი - ირაკლი ყარსიმაშვილი[17]



No comments:
Post a Comment